პროექტი „მაკულიტერატურა“
სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ
ძეგვის საჯარო სკოლა ჩართულია პროექტში „მაკულატურა“. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ერთდროურად იცავს ბუნებას განახლებადი რესურსების გამოყენებით და მკითხველებს აძლევს საშუალებას მოიცილოს „ზედმეტი ტვირთი“ და სანაცვლოდ მიიღოს წიგნი.
წიგნის წარმოებისათვის უამრავი ხე იჭრება, რაც გარემოს აზიანებს, თუმცა მეორეული ქაღალდით შესაძლებელია ახალი ქაღალდის წარმოება.
პროექტი
ხელს უწყობს ერთთდროულად შენარჩუნდეს გარემო და მკითხველებმა შეძლონ უსარგებლო მაკულატურის საინტერესო წიგნებად გადაქცევა.
სკოლამ უკვე ჩააბარა 240 კგ მაკულატურა, რის
სანაცვლოდ მიიღო საინტერესო, შემეცნებითი წიგნები.
პროექტი
- ხელოვნება/კულტურის
მიმართულება
ხელმძღვანელი - ჟანა
სოლოღაშვილი
პროექტის განხორციელების
ვადა: 3 ოქტომბერი 2022 წელი - 20 მაისი 2023 წელი
პროექტის თემა: არატრადიციული მასალების და ტექნოლოგიების გამოყენება თანამედროვე ხელოვნებაში
მიზანი:მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოება და ცნობიერების ამაღლება.ამავე დროს, პროექტის განხორციელება მოსწავლეებს გამოუმუშავებს
დაგეგმვის, თვითკონტროლის, დროის მართვის, რესურსების მობილიზების უნარებს.მოსწავლე გაეცნოს თანამედროვე მასალებსა და ტექნოლოგიებს, იმ თანამედროვე
ხელოვანების შემოქმედებას, რომლებიც იყენებდნენ/იყენებენ ტრადიციულსა და არატრადიციულ
მასალასა და ტექნიკას, გამოიკვლიონ ტრადიციული და არატრადიციული მასალებისა და ტექნოლოგიების
შესაძლებლობები, მათი კავშირი თანამედროვე ხელოვნების დარგებთან, ფორმებთან და სხვა
დისციპლინებთან. შეძლონ ტრადიციული და არატრადიციული ხერხებითა და მასალებით შემნილი
ხელოვნების ნიმუშების ანალიზი, ინტერპრეტაცია და კონტექსტში ჩასმა. არატრადიციული ტექნიკისა
და მასალის, ხელოვნების გამომსახველობითი საშუალებების გამოყენებით, თავად შექმნან
ნამუშევრები ადამიანის უფლებების თემაზე. განსაზღვრონ ნამუშევრის იდეა, მიზნობრივად
და შემოქმედებითად გამოიყენონ ცოდნა და უნარები, საკუთარი სამოქალაქო პოზიციის გამოსახატად
ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და ძალადობის მიმართ
ინტეგრირება: სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე/გაკვეთილებზე,
მოსწავლეები მოსწავლეები გაივლიან კონსულტაციას მასწავლებელთან, გაიხსენებენ/გაეცნობიან,
თუ რამდენად მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს შემუშავებული ჰქონდეს ძალადობის საწინააღმდეგო
პოლიტიკა და ახდენდეს შესაბამის რეაგირებას კონკრეტულ ფაქტებზე. მოსწავლეებმა უნდა
გააცნობიერონ, რომ საზოგადოებაში არსებული პრობლემები თითოეული ადამიანის პრობლემაცაა.მოსწავლეებმა
უნდა შეიმუშაონ ნამუშევრის კონცეფცია და ჩამოაყალიბონ რისი თქმა უნდათ საკუთარი
ნამუშევრით .
პრიორიტეტული თემა:
პროექტის ეტაპები:
1. ნაბიჯი: პროექტის გაცნობა, განვლილი მასალის გახსენება
2. ნაბიჯი: თემის არჩევა, არჩეული თემიდან პრიორიტეტული საკითხის
გამოყოფა . ჯგუფებად განაწილება, ჯგუფის ლიდერების და ჯგუფის წევრების არჩევა. ფუნქციების გადანაწილება, სამუშაო ადგილის შერჩევა,
მუშაობის პროცესის გემის დასახვა ნაწილობრივ.
ეტაპი 2
1. ნაბიჯი: ინფორმაციის
მოიძიება ხელოვანებზე რომლებიც მუშაობენ/მუშაობდნენ ტრადიციული
და არატრადიციული მასალითა და ტექნიკით.
2. ნაბიჯი: თანამედროვე არატრადიციული
მასალისა და ტექნიკის შესახებ საუბარი და განხილვა, კონსულტაციების დაგეგმვა სამოქალაქო
განათლების გაკვეთილებზე სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან.
3. შერჩეული თემების განხილვა
3. ეტაპი:
1. ნაბიჯი: სამუშაო გეგმის განხილვა ასევე იმ ნამუშევრის შესახებ
რომლის შექმნასაც აპირებენ კონცეფციის მოფიქრება და განხილვა.
2.
ნაბიჯი: ვიდეომასალის ჩვენება, განხილვა და შეფასება, სადაც ნაჩვენებია სხვადასხვა
ხელოვანების მიერ არატრადიცული მასალით მუშაობა.
3. ნაბიჯი:ვიდეომასალის
ჩვენება, განხილვა და შეფასება, სადაც ნაჩვენებია სხვადასხვა ხელოვანების მიერ არატრადიცული
მასალით მუშაობა.
4. ეტაპი:
1. ნაბიჯსეს ი:კონსულტაციები
თითოეულ ჯგუფთან ცალცალკე, ასევევე პრიორიტეტული თემის კონცეფციის და სახელწოდების
განილვა.
2. ნაბიჯი:კონსულტაციები
თითოეულ ჯგუფთან ცალცალკე და მუშაობის პროცესის განხილვა.
3. ნაბიჯი:კონსულტაციები
თითოეულ ჯგუფთან ცალცალკე და მუშაობის პროცესის განხილვა.
4. ნაბიჯი:კონსულტაციები თითოეულ ჯგუფთან ცალცალკე და მუშაობის
პროცესის განხილვა.
5.ეტაპი:
1. ნაბიჯი: კონსულტაცია სამივე ჯგუფთან და მსჯელობა პრეზენტაციის
შესახებ
2. ნაბიჯი:სამივე ჯგუფის
მიერ მომზადებული მოხსენებების განხილვა
6. ეტაპი: პრეზენტაცია
გამოფენა.
ჟანა სოლოღაშვილი
21/09/2022
პროექტი - წიგნიერების მიმართულების
მიმართულებით
ციფრული წიგნი მე-2 კლასში
სამუშაო გეგმა
ხელმძღვანელი: ირმა სუქიაშვილი.
აქტივობები |
ვადა |
მოსალოდნელი შედეგი |
საჭირო რესურსი |
შენიშვნა |
მოსწავლეთათვის
ციფრული წიგნის სტრუქტურის (შინაარსის, დიზაინის)გაცნობა |
12.02.2023
|
მოსწავლეთა დაინტერესება და აქტიური ჩართვა |
საკლასო ოთახი, კომპიუტერი,
პროექტორი
|
|
სამუშაო
ჯგუფების ჩამოყალიბება, მოსწავლეთა დაინტრესება(მინი ლექცია). |
19.02.2023 |
სამუშაო ჯგუფების დაკომპლექტება |
საკლასო ოთახი |
|
სამუშაო
ჯგუფებისთვის დავალებების გადანაწილება. |
26.02.2023 |
სამუშაოს გადანაწილება ჯგუფებში; აქტივობების დაგეგმვა. |
საკლასო ოთახი |
|
მოსწავლეთათვის
სასარგებლო ბმულების გაცნობა, მათი გამოყენება. |
26.02.2023 |
ინტერნეტის სასარგებლო კუთხით გამოყენება, საჭირო მასალის მოძიება. |
საკლასო ოთახი მოსწავლეთა ბუკები |
|
რეგიონის
ფლორის მცენარეთა სახეობების
აღრიცხვა, აღრიცხულ
მცენარეთა
შესახებ სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციის მოძიება, შეგროვება-დახარისხება, წიგნის შინაარსის მომზადება.
|
05.03.2023 – 08.04.2023 |
მოძიებული
ინფორმაციის გაანალიზება, დახარისხება, სისტემაში მოყვანა. |
საკლასო ოთახი მოსწავლეთა ბუკები |
|
ციფრული
წიგნის შექმნა. |
12.04.2023-06.05.2023 |
ციფრულ
რესურსთან მუშაობის პრაქტიკული უნარების გამომუშავება. |
საკლასო ოთახი მოსწავლეთა ბუკები |
|
ციფრული წიგნის პრეზენტაცია. |
07.05.2023 |
საპრეზენტაციო
უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. |
|
|
პროექტის მსვლელობა
არაფორმალური
განათლების ფარგლებში განხორციელებული აქტივობის „ციფრული წიგნის“ შექმნის მიზანია
მოსწავლემ შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი
უნარ-ჩვევების დემონსტრირება; ასევე შეძლოს ორგანიზმების აღწერა-დახასიათება
ძირითადი ნიშან-თვისებების მიხედვით. ორგანიზმების დაჯგუფება, შედარება, მათი
აგებულების თავისებურებებზე მსჯელობა და ორგანიზმებზე გარემო ფაქტორების
ზემოქმედების შესახებ მსჯელობა.
ბუნება გადაშლილი
წიგნია, ამ წიგნის ერთი ყდა ცაა, მეორე კი მიწა. ჩვენ მისი კითხვა უნდა ვისწავლოთ.
ადამიანს ბუნების გარეშე ცხოვრება არ ძალუძს. ცივილიზაციამ თანამედროვე ადამიანი
ძლიერ ჩამოაშორა ბუნებას. მთავარია, ადამიანს ურთიერთობა ჰქონდეს მასთან, დააკვირდეს,
ჩაუღრმავდეს, გაიცნოს ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვნება. შესწავლით გაუჩნდეს
მათი დაცვის სურვილი. ამასთანავე არ დაივიწყოს თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები
და სასიკეთოდ გამოიყენოს იგი, გაიფართოვოს თვალსაწიერი და შექმნას რაიმე ახალი.
დაგეგმილი აქტივობის
„ციფრული წიგნის“ შექმნის მიზანია მოსწავლეებმა შეისწავლონ გარემომცველი ბუნება,
ადგილზე გაეცნონ მცენარეთა სახეობებს, მათ თავისებურებებს. ინტერნეტში სასარგებლო
ბმულების გამოყენებით მოიძიონ ინფორმაცია. ინფორმციის დამუშავებით მიიღონ
გარკვეული ცოდნა, მოახდინონ გარემოში მცენარეთა იდენტიფიცირება, შეარჩიონ მათ
შორის გარემოს მიმართ მდგრადი და სასარგებლო მცენარე.
სწავლა-სწავლების
პროცესში აქტიურად ვიყენებთ ციფრულ რესურსს. თვითონ მოსწავლეებსაც აქვთ გარკვეული
გამოცდილება, ასრულებენ აქტივობებს სასწავლო პროგრამების გამოყენებით. პროექტის
ფარგლებში მოხდება მოსწავლეთა ციფრულ რესურსთან მუშაობის უნარების გაფართოება.
ინტერნეტ რესურსების გამოყენება სასარგებლო კუთხით.
პროექტის ხელ.-ლი: /ი.
სუქიაშვილი/
15/02/2023
No comments:
Post a Comment