მხარეთმცოდნეობის კლუბ ,,ხეკორძულას" შემაჯამებელი სხდომა
05.05.2018
ა/წლის 17 მაისს ძეგვის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს ამერიკის საელჩოს საზღვაო ფლოტის ქვეითებმა უმასპინძლეს, ამავე ქვეყნის საელჩოში. ქვეითებმა სამწუთიანი ვიდეორგოლი უჩვენეს, რომელიც საინტერესოდ წარმოაჩენდა მათ წვრთნებსა და სხვადასხვა ქვეყნის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას. მოსწავლეებს და ქვეიტებს შორის ტბილი და მეგობრული საუბარი წარიმართა. სამხედროებმა მხიარულად და დაუზარებლად პასუხოდნენ მოსწავლეტა შეკითხვებს, მოგვიანებით კი სტუმრებს საკუთარი სამხედრო აღჭურვილობაც მოარგეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაირეს. საზღვაო ფლოტის ქვეითებთან შეხვედრამდე მოსწავლეები მიიღო ამერიკის საელჩოს საზოგადოებრივი ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნანა შუბლაძემ. მან ესაუბრა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების პირობებში საელჩოს დანიშნულებასა და ვალდებულებებზე. დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა. ძეგვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ ტრადიციას არ უღალატეს, მისიის წევრები და სხვა მასპინძლები ძეგვის დასათვალიერებლად დაპატიჟეს.
05.05.2018
ა/წლის 17 მაისს ძეგვის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს ამერიკის საელჩოს საზღვაო ფლოტის ქვეითებმა უმასპინძლეს, ამავე ქვეყნის საელჩოში. ქვეითებმა სამწუთიანი ვიდეორგოლი უჩვენეს, რომელიც საინტერესოდ წარმოაჩენდა მათ წვრთნებსა და სხვადასხვა ქვეყნის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას. მოსწავლეებს და ქვეიტებს შორის ტბილი და მეგობრული საუბარი წარიმართა. სამხედროებმა მხიარულად და დაუზარებლად პასუხოდნენ მოსწავლეტა შეკითხვებს, მოგვიანებით კი სტუმრებს საკუთარი სამხედრო აღჭურვილობაც მოარგეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაირეს. საზღვაო ფლოტის ქვეითებთან შეხვედრამდე მოსწავლეები მიიღო ამერიკის საელჩოს საზოგადოებრივი ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნანა შუბლაძემ. მან ესაუბრა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების პირობებში საელჩოს დანიშნულებასა და ვალდებულებებზე. დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა. ძეგვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ ტრადიციას არ უღალატეს, მისიის წევრები და სხვა მასპინძლები ძეგვის დასათვალიერებლად დაპატიჟეს.
აღნიშნული გასვლითი ღონისძიება ჩატარდა ძეგვის საჯარო
სკოლაში არსებული სამოქალაქო კლუბის ,,ხეკორძულას“ ფარგლებში, რომლის ხელმძღვანელიც
გახლავთ სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი დავით
ნავდარაშვილი.
2018 წლის 18 მაისს ძეგვის საჯარო სკოლის კლუბის ,,ხეკორძულა“
მოსწავლეები კლუბის ხელმძღვანელთან
და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თანხლებით საგურამოში ილია ჭავჭავაძის
სახლ- მუზეუმს ესტუმრნენ. მათ თავად მუზეუმის დირექტორმა ანდრო ბედუკაძემ უმასპინძლა.
მუზეუმის დათვალიერების შემდეგ ბატონმა ანდრომ სტუმრებს წაუკითხა საინტერესო ლექცია,
რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს. გამომსვლელმა ისაუბრა
ილია მართლის ღვაწლსა და დამსახურებაზე ქართული სახელმწიფეობრიობის წინაშე, დიდი პუბლიცისტისა
და მწერლის მრწამსსა და შეხედულებებზე; იმ პრობლემებზე, რომელთა შესახებაც 150 წლის
წინ საუბრობდა ილია და რომელნიც დღესაც აქტუალურია ,,ენის, მამულის და რწმენის“ შენარჩუნებისათვის.
დასასრულს, მოსწავლეებმა შეკითხვები დაუსვეს ლექტორს; შეხვედრა მეტად თბილი და ემოციური იყო.
სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის საჯარო სკოლის სასკოლო
კლუბი „ხეკორძულა“
სამოქმედო გეგმა
მცხეთა, ს. ძეგვი 20 ოქტომბერი 2017 წელი
1. კლუბის სახელწოდება:
,,ხეკორძულა“ მხარეთმცოდნეობის მოყვარულთა კლუბი
( შევისწავლოთ ჩვენი მხარე )
კლუბის მიზნის და ძირითადი მისიის განსაზღვრა:
2. კლუბის მთავარი იდეა (თემა):
მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სკოლაში შეიქმნას მხარეთცოდნეობის შემსწავლელი კლუბი, რომელში გაწევრიანებულ მოსწავლეებს შეეძლებათ გაიღრმავონ ცოდნა თავიანთი მხარის ისტორიის, ეთნოგრაფიის, ფოლკლორის და ხელოვნების შესახებ.
3. კლუბის აქტუალობა:
კლუბის არსებობა საშუალებას მისცემს მოსწავლეებს მიზანმიმართულად გამოიკლიონ მცხეთა-მთიანეთის მხარის ისტორია, ხელოვნება, შეისწავლონ ელემენტარული უნარ - ჩვევები, რომელიც დაეხმარებათ არა მარტო სასწავლო პროცესში, არამედ სამომავლოდ, ცხოვრების ასპარეზზე.
4. კლუბის მიზნები:
· ჩვენი სასკოლო კლუბი მიზნად ისახავს ისეთი პიროვნების ფორმირებას, რომელიც მზად იქნება მთელი სიცოცხლის მანძილზე იზრუნოს საკუთარი განვითარებისათვის.
· ამგვარ ადამიანს უნდა ახასიათებდეს საქართველოს მოქალაქეების ინტელექტუალური, სულიერი და ფიზიკური განვითარებისათვის ხელშეწყობა;
· ქვეყანაზე უანგაროდ მზრუნველი აზროვნების ჩამოყალიბება კლუბის წევრებში;
· ახალგაზრდებში სრულყოფის შინაგანი მოთხოვნილების წახალისება სალაშქრო, სპორტულ და სხვა ღონისძიებებში ჩართვის გზით;
· დისციპლინის, თვითდისციპლინისა და კანონმორჩილების უნარჩვევების ჩამოყალიბება-განმტკიცება;
· ეროვნული საქმისათვის თავდადებული, გაწვრთნილი და მოტივირებული კადრების მომზადება;
· მოსწავლეებში მეგობრობის, თანადგომისა და ურთიერთ დახმარების უნარ - ჩვევების ჩამოყალიბება-განმტკიცება;
· მოსწავლეების ჩაბმა საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში;
· ხალხური ტრადიციების აღორძინება-დამკვიდრება;
· ცხოვრების ჯანსაღი წესის (მენტალურ-ფიზიკური) პროპაგანდა და პრაქტიკა.
· კრიტიკული აზროვნება;
პრობლემათა გადაჭრის უნარი;
თვითგამოხატვის უნარი;
· შემოქმედებითი აზროვნება;
· სამოქალაქო ცნობიერება;
· კომუნიკაციის უნარი;
· კვლევა-ძიების უნარი;
5. კლუბის მოქმედი ჯგუფები:
1.საგანმანათლებლო ჯგუფი;
2.საინფორმაციო ჯგუფი;
3. სალაშქრო ჯგუფი:
ორგანიზებას უკეთებს სალაშქრო გასვლებს საინტერესო კულტურულ-ისტორიულ ადგილებში.
4.ეკოლოგიის ჯგუფი:
ატარებს კულტურული ძეგლების დასუფთავების აქციებს;
რგავს ხეებს და ეწევა ბუნების დაცვით აქტიობას.
6. რა არ არის ჩვენი კლუბი:
· არ არის პოლიტიკური მოძრაობა.
· ემიჯნება ყველანაირი სახის პოლიტიკურ აქტიობას და შიდა პოლიტიკურ საკითხებზე საუბარიც კი აკრძალულია მის მიერ ორგანიზებული ღონისძიებებისას.
· თვითშეფასებისა და საკუთარი სასწავლო საქმიანობის წარმართვის უნარი.
7. მონაწილეთა ასაკი:
V -XII კლასის მოსწავლეები, 11-18 წელი.
8. ვადები/ხანგრძლივობა:
2017 წლის 20 0ქტომბერი 2018 წლის 15 ივნისი.
9. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ა)პროექტის შედეგად იქმნება მრავალი საინტერესო ციფრული პროდუქტი: ბლოგები, ტექსტური დოკუმენტები, გრაფიკული დოკუმენტები, ფოტო-აუდიო და ვიდეო მასალა, სლაიდ-შოუები.
ბ) მოსწავლეები მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ სასწავლო პროცესში, ცოდნის გაღრმავების მიზნით.
10. საჭირო ძირითადი რესურსები:
ადამიანური რესურსები;
კომპიუტერები, ინტერნეტი;
ფოტო-აუდიო-ვიდეო აპარატურა;
ზურგჩანთები კარვები, საძილე ტომრები; ქაღალდი, ფანქრები, საღებავები, ფუნჯები;
11. კლუბის ძირითადი აქტივობები:
· კლუბის მიზნის და ძირითადი მისიის განსაზღვრა;
· კლუბის ხელმძღვანელის (კურატორის) შერჩევა;
· კლუბის წევრებით დაკომპლექტება;
· კლუბის სამუშაო გეგმის შემუშავება;
· კლუბის წევრების შეხვედრების გრაფიკის დაზუსტება;
· შეხვედრების დღის წესრიგის დაგეგმვა;
· კლუბის სამუშაო გეგმის განხორციელება;
· ფართო აუდიტორიისათვის კლუბის მუშაობის საპრეზენტაციო ჩვენება.
12. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
კავშირი ხელოვნებასთან, ისტორიასთან, ლიტერატურასთან, ისტ-თან და სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფთან.
ციფრული წიგნიერების განვითარებისთვის ხელშეწყობა, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება.
ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბება.
13. კლუბის ხელმძღვანელი კურატორი: დავით ნავდარაშვილი
14. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: davitnavdarashvili@gmail.com
15. კლუბის ვებ-გვერდი: www.dzegvisskola.ge
კლუბის წევრები: (იხილე დანართი).
კლუბის სამუშაო გეგმა:
1. ასურელ მამათა ნაკვალევზე;
2. ,,დიდი მცხეთა“;
3. დარიალი - ჩრდილოეთი კარიბჭე;
4. არაგვის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლები; (თეთრი და შავი არაგვი).
5. არაგვის ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლები;(ფშავის არაგვი).
შეხვედრების განრიგი:
ა) მხარეთმცოდნეობის კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხევა სკოლის სასწავლო სემესტრებს;
ბ) მხარეთმცოდნეობის კლუბი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
გ) კლუბის სამუშაო საათები იწყება საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის საჯარო სკოლის სასკოლო კლუბი „ხეკორძულა“ შეუდგა პროექტის განხორციელებას, დევიზით: „წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი“.
პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს მცხეთისა მუნიციპალიტეტსა და მცხეთა-მთიანეთის მხარეში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების: ისტორიულ - არქიტექტურული ძეგლების, ციხე-სიმაგრეების, ეკლესია – მონასტრების პოპულარიზაცია და საზოგადოებისთვის გაცნობა.
სასკოლო კლუბის წევრები:
ა) ინახულობენ ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილები;
ბ)ამზადებენ ინფორმაციას ძეგლების შესახებ;
გ) აგროვებენ ფოლკლორულ მასალას;
დ) იღებენ ფოტო და ვიდეო მასალას;
ე) ისტ-ის მეშვეობით ამზადებენ სლაიდ ფილმებს და ვიდეო ფილმებს;
შეგროვილ მასალას ინახავენ სკოლის მუზეუმში.
მათივე ინიციატივით მოხდა მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება.
პროექტის განხორციელებში აქტიურ მონაწილეობას იღებს კლუბის ყველა წევრი.
მუშაობის ძირითადი ფორმები:
ლაშქრობა;
ექსპედიცია;
გამოკლევა;
ვიქტორინები;
კონკურსები;
გამოფენები.
ფართო აუდიტორიისათვის კლუბის მუშაობის
საპრეზენტაციო ჩვენებები.
კლუბის წევრები სასწავლო წლის დასაწყისში კურატორ მასწავლებელთან ერთად გეგმავენ სამოგზაურო მარშრუტებს.
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის საჯარო სკოლის სასკოლო კლუბი „ხეკორძულა“-ს კურატორი მასწავლებელი:
დავით ნავდარაშვილი (პ/ნ 31001012400),
მის. მცხეთა, ს. ძეგვი.
ტელ. 577971114.
ელ.ფოსტა: davitnavdarashvili@gmail.com
სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის საჯარო სკოლის
კლუბ ,,ხეკორძულა“- ს
კლუბ ,,ხეკორძულა“- ს
წესდება
1. ზოგადი დებულებები
1.1. სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის საჯარო სკოლის კლუბი ,,ხეკორძულა“-ს (შემდგომში - კლუბი) დაფუძნებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა ინიციატივით.
1.2. კლუბი დაფუძნებულია ერთი სასწავლო წლის ვადით.
1.3. კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო, აგრეთვე შეიძლება ჰქონდეს სხვა რეკვიზიტები.
1.4 კლუბის იურიდიული მისამართი: საქართველო, მცხეთა, სოფელი ძეგვი.
2. კლუბის მიზნები და ამოცანები
2.1. მოსწავლეთა საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობების მიცემა;
2.2. სასკოლო პროგრამების მხარდაჭერა ;
2.3. საგანმანათლებლო ბაზის შექმნა;
2.4. მოსწავლეთა კვლევის, სინთეზის, ანალიზის, დისკუსიის უნარების გამოვლინება და ჩამოყალიბება;
2.5.მიღებული ცოდნის ადაპტირება ყოფა-ცხოვრებაში;
2.6. პრეზენტაციის უნარის ჩამოყალიბება;
2.7. პრობლემის გადაჭრის უნარი გამოვლენა;
2.8. წყვილებში, ჯგუფებსა და ინდივიდუალურად მუშაობის გამოცდილების მიღება-გაზიარება;
2.9. კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედეგზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
2.10. სასკოლო კლუბის ძირითად მიზნებს წარმოადგენს მოსწავლეთათვის კლუბის ფარგლებში წარმოშობილი პრობლემური თუ საინტერესო საკითხების განხილვა. ასევე, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება მოსწავლეთა პრაქტიკული და თეორიული უნარების განვითარებისათვის.
3. კლუბში გაწევრიანება და წევრობის შეწყვეტა
3.1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ამავე სკოლის საბაზო/საშუალო საფეხურის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს;
3.3. კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობით ამ წესდების დანართი N1 -ით დამტკიცებული ფორმით;
3.4. კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში,დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
3.5. კლუბის წევრს ეკრძალება იმოქმედოს ორგანიზაციის სახელით კურატორთან შეთანხმების გარეშე;
3.6. კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან;
3.7. კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) პირადი განცხადების დაფუძველზე;
ბ) კლუბის წევრთა ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს;
გ) მოსწავლის ამორიცხვის, გარიცხვის, სტატუსის შეჩერების შედეგად.
4. კლუბის მართვა და გადაწყვეტილებების მიღების წესი
4.1. კლუბს შეიძლება ჰყავდეს კურატორი (მასწავლებელი), რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად წარადგინოს კლუბი მესამე პირებთან, უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას, განაგოს კლუბის ქონება;
4.2. გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლებით სარგებლობენ კლუბის წევრები, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ დამსწრეთა უმრავლესობით.
5. კლუბის მუშაობა
5.1. კლუბი იკრიბება საჭიროებიდან გამომდინარე;
5.2. კლუბი მუშაობს წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმით;
5.3. კლუბის კურატორი ინტერნეტსივრცეში ქმნის facebook –ის გვერდს, სადაც განთავსდება ინფორმაცია კლუბის სახელწოდება, კლუბის წესდება, სამოქმედო გეგმა და ფოტომასალა კლუბის საქმიანობის შესახებ;
5.4. ამ წესდების მეორე მუხლით გათვალისწინებული ამოცანებისა და მიზნების მისაღწევად კლუბის წევრები:
• ახორციელებენ კვლევას სკოლის მოსწავლეთა საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხვებზე;
• ორგანიზებას უწევენ კონკურსებსა და სხვადასხვა პროექტებს;
• უზრუნველყოფენ მოსწავლეთა ინფორმირებას კლუბის ფარგლებში წამოჭრილ სიახლეებთან დაკავშირებით;
• წინადადებებით მიმართავენ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას.
6. ცვლილებების შეტანა
წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება შესაბამისი წინადადების მოსწავლეთა თვითმმართველობის საბაზო/საშუალო საფეხურის გაერთიანებულ სხდომაზე განხილვისა და დამტკიცების შედეგად.
7. კლუბის საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები
კლუბის საქმიანობა წყდება:
ა) მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების გადაწყვეტილებით, თუკი კლუბმა დაკარგა აქტუალურობა (მოსწავლეებში დაინტერესება);
ბ) კლუბის მოქმედების ვადის გასვლით.
დანართი N1
სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის საჯარო სკოლის
საქართველოს მხარეთმცოდნეობის შემსწავლელი
კლუბის კურატორს დავით ნავდარაშვილს
ამავე სკოლის ------ კლასის მოსწავლე
--------------------------------------------
მშობლის ---------------------------------------------
გ ა ნ ა ც ხ ა დ ი
გთხოვთ, ჩემი შვილი, სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის საჯარო სკოლის --- კლასის მოსწავლე --------------------------------- გააწევრიანოთ ამავე სკოლაში შექმნილ საქართველოს მხარეთმცოდნეობის შემსწავლელ კლუბში.
პატივისცემით,
განმცხადებელი:
თარიღი:
სასკოლო კლუბ „ხეკორძულას“ წევრები
სასკოლო კლუბ „ხეკორძულას“ წევრები
1. მარიამ ლაფერაშვილი XI კლასი
2. ხატია ნატრაძე XI კლასი
3. თუში გაბინაშვილი X კლასი
4. ვანო სულხანიშვილი X კლასი
5. მარიამ გაბინაშვილი X კლასი
6. ნანა ირემაშვილი X კლასი
7. მარიამ კვახაძე X კლასი
8. ბექა ფირანიშვილი X კლასი
9. საბა ლალიაშვილი X კლასი
10. გიორგი მამულაშვილი X კლასი
11. რუსუდან მჭედლიძე X კლასი
12. ქეთი სოლოღაშვილი X კლასი
13. ბექა შეიზაშვილი X კლასი
14. ეთერი ირემაშვილი X კლასი
15. მარიამ ირემაშვილი X კლასი
16. ნინო სოლოღაშვილი IX კლასი
17. რუსუდან ზარიძე IX კლასი
18. გვანცა გაბინაშვილი IX კლასი
19. გიორგი უჯარაშვილი IX კლასი
20. ნინო სულხანიშვილი IX კლასი
21. ანი წიკლაური IX კლასი
22. შორენა კოტორაშვილი XI კლასი
23. მორის გაბინაშვილი XI კლასი
24. რუსუდან ბერძნიშვილი XI კლასი
ინტელექტუალური ვიქტორინა
რა, სად, როდის? - ფინალი
გამარჯვებული XI კლასის გუნდი
ნოემბრის ერთი წვიმიანი დღის შთაბეჭდილება
სასიამოვნო მოლოდინით
ელოდნენ ძეგვის საჯარო სკოლის მოსწავლეები 2017 წლის 18 ნოემბერს. სკოლის ეზოსთან დაქირავებული
ტრანსპორტიც მოვიდა და საინტერესო დღეც დაიწყო.
მეათე კლასელები სკოლაში შექმნილი მხარეთმცოდნეობის მოყვარულთა კლუბ
,,ხეკორძულას“ “ ფარგლებში
დაგეგმილი კიდევ ერთი ღონისძიების განსახორციელებლად
გაემგზავრნენ სკოლის
დირექტორის დავით ნავდარაშვილის ხელმძღვანელობით. ზოგადად, ამ კლუბის დაარსების მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სკოლაში შეიქმნას
მხარეთცოდნეობის შემსწავლელი კლუბი, რომელში
გაწევრიანებულ მოსწავლეებს შეეძლებათ გაიღრმავონ ცოდნა თავიანთი მხარის ისტორიის, ეთნოგრაფიის, ფოლკლორის და ხელოვნების შესახებ.
მარიამ გაბინაშვილი ( X კლ) - ,,იმ
დღეს ჩვენი ინტერესის სფერო იყო არაგვის ხეობის
მონახულება, კერძოდ, ჟინვალჰესის წყალსაცავის ნახვა, მლეთის წმინდა გიორგისა და ანანურის
სამონასტრო კომპლექსის შესწავლა და მოლოცვა.
მიუხედავად, გვიანი შემოდგომის პირქუში დღისა მგზავრებს თან მიგვყვებოდა ამაღლებული განწყობა და
გამძაფრებული სურვილი, მეტი შეგვესწავლა და
გაეგვეო ამ ისტორიული მხარის შესახებ. საკუთარი სამშობლოს ერთადერთობის შეგრძნებამ, ღვთის
ხელით შექმნილმა ბუნების სილამაზემ, ეკლესის მონასტრის უნიკალურობამ და ტყის სუნით
გაჯერებულმა ჰაერმა, მგზავრები პოზიტივით დამუხტა და ყველას ის, საოცარი განწყობა გამოგვაყოლა,
რომლის გამოსახატავადაც გოდერძი ჩოხელს მოვიშველიებთ.
,, სუნთქავს მიწა.... როგორც კაცი ამოისუნთქავს
და მერე სადა და როდის ჩაისუნთქავს. ტყეებით
სუნთქავს. ჰაერი მისი სულია.... მდინარეები მისი სისხლძარღვებია.... ზღვები და ოკეანეები _ფილტვები.... თვითონვეა კაციც
და დედაკაციც. ნეტავი …. განახვათ, როგორი
სახე აქვს …დედამიწას. ღმერთი? მე მწამს ღმერთი, რადგან მწამს დედამიწა და რაკი
ჩვენ, ყველანი, დედამიწის ნაწილი ვართ, ალბათ, დედამიწაც ასევე ღმერთის ნაწილია.“
სწორედ იმიტომაც, რომ ადამიანებიც დედამიწის ნაწილნი არიან და მასზე ზრუნვა ადამიანების
უწყვეტი მოვალეობაა, აღნიშნულ სასწავლო ექსკურსიას
მოსწავლეებმა გამწვანების აქციაც დაამატეს
და მადლიანი მლეთის წმინდა გიორგის ტაძრის
მიმდებარედ 5 ძირი კვიპაროსის ნერგიც
დარგეს, რომლებიც საგანგებოდ შეიძინა სკოლამ.
მოსწავლეებმა მოამზადეს ამ საინტერესოდ განხორციელებული აქტივობის საინტერესო ფოტო კოლაჟი.
სასკოლო კლუბ ,,ხეკორძულას" სამოქმედო გეგმის შესაბამისად სასწავლო პროექტის ფარგლებში 2017 წლის 18 ნოემბერს მოეწყო სასწავლო ექსკურსია მცხეთა-მთიანეთის კულტურული და ისტორიული ღირშესანიშნაობების შესასწავლად. განხორციელდა გამწვანების აქცია ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ტერიტორიაზე.
ძეგვის საჯარო სკოლის სასწავლო კლუბ ,,ხეკორძულას" წევრებისათვის 2017 წლის 8 დეკემბერს მხარეთმცოდნეობის კლუბის ,,ხეკორძულას "სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე მოეწყო დასწრება თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში სპექტაკლზე ,,სტუმარ-მასპინძელი".
20.02.2018 წელი
მხარეთმცოდნეობის კლუბ ,,ხეკორძულას" წევრების მიერ 2017 წლის 18 ნოემბერს განხორციელებული აქტივობის შედეგები შეჯამდა 2017 წლის 22 ნოემბერს ჯგუფების მიერ წარმოდგენილი საპრეზენტაციო მასალების საშუალებით
08.12.2017 წელი
სპექტაკლმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოსწავლეებზე.
გთავაზობთ მათ კომენტარებს სპექტაკლის შესახებ
მარიამ ლაფერაშვილი - ძეგვის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე
2017 წლის 8 დეკემბერს მე-11
კლასის მოსწავლეები სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში დავესწარით სპექტაკლს ,,სტუმარ-
მსაპინძელი“. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. როლებს ასრულებდნენ ახალგაზრდა და ენერგიული
მსახიობები, რომლებიც, ამავე დროს, გამოირჩეოდნენ არაჩვეულებრივი გარეგნობითა და პროფესიონალიზმით,
რამაც თავიდანვე მიიპყრო ჩვენი ყურადღება. იმდენად ბუნებრივი იყო სცენაზე ყოველი მოქმედება,
რომ მაყურებლის აღფრთოვანებას იწვევდა. სპექტაკლი ძალიან მომეწონა. სცენაზე გაცოცხლდნენ
ვაჟას ნაწარმოების გმირები. განსაკუთრებით მომეწონა ქისტი ჯოყოლა, რადგან ის წინ აღუდგა
ბრბოს და სტუმრის (ზვიადაურის) დაცვა სცადა. მომხიბლა, ამავე დროს, მისმა პატრიოტიზმმაც,
რადგან მარტო შეება ქისტების მტრებს (ხევსურებს) და მათთან ბრძოლაში დაეცა. მოვიხიბლე
ზვიადაურის ვაჟკაცობით, მისი უტეხი და უდრეკი სული დარბაზშიც ტრიალებდა და საბრძოლო
განწყობილებას ქმნიდა.
მოკლედ, პოემის
მთავარი პრობლემა-პიროვნების და საზოგადოების ურთიერთობა - თავისებურად, XXI საუკუნის ადამიანის
თვალით იყო დანახული და აღქმული რამაც დიდი ინტერესი აღძრა ჩემში, ბევრი კითხვები გამიჩინა.
სპექტაკლს სხვა დროსაც სიამოვნებით დავესწრებოდი.
მორის გაბინაშვილი - ძეგვის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე
2017
წლის 8 დეკემბერს დავესწარი სპექტაკლს ,,სტუმარ-მასპინძელი“. სანდრო ახმეტელის სახელობის
თეატრის ახალგაზრდა მსახიობებმა გააცოცხლეს ვაჟას პოემის გმირები, ახლებურად, თავისებურად
დაგვანახეს პოემაში აღწერილი ამბავი. ისინი ჯესტ-მიმიკით უფრო მეტს ამბობდნენ ვიდრე
სიტყვებით.
სპექტაკლმა
წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. სხვა დროსაც სიამოვნებით დავესწრებოდი ამ არაჩვეულებრივ სანახაობას.
ცნობილი ქართველი სუმოისტის ლევან გორგაძის სპორტული წარმატებები კვლავ ყურადღების ცენტრშია!
სასკოლო კლუბ ,,ხეკორძულას“ სამოქმედო გეგმის მიხედვით საინფორმაციო ჯგუფის
წევრი მოსწავლეების მიერ მომზადებული იქნა სკოლის კურსდამთავრებულის ლევან გორგაძის
(ტოჩინოშინის) სპორტული წარმატებების ამსახველი ფოტოგალერეა და ინტერაქტიური პრეზენტაცია.
ლევან გორგაძე პირველი ქართველია, რომელმაც სუმოს ისტორიაში 2018 წლის 27 იანვარს იმპერატორის
თასი მოიპოვა. ის მესამე ევროპელია, რომელმაც ეს თასი მოიგო. სკოლა ამაყობს თავისი
კურსდამთავრებულის წარმატებებით.
2018 წლის 20 თებერვალს
გაიმართა კლუბის მიერ მომზადებული ღონისძიების პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ
ლევან გორგაძის ოჯახის წევრები, სუმოს ქართველი ქომაგები, იაპონური
ენისა და კულტურის ცენტრის წარმომადგენელები და იაპონიის სატელევიზიო არხი: ,,ტოკიოს
ტელევიზიის“ გადამღები ჯგუფი ბატონების ოკამოტო მიციჰურუსა
და იამასიტოს შემადგენლობით.
მოსწავლეების მიერ მომზადებულ ღონისძიებას ლევანის სპორტული წარმატებების შესახებ დამსწრე საზოგადოება ინტერესით გაეცნო. სტუმრები გაესაუბრნენ ლევანის პირველ მასწავლებელს დალი როსტიაშვილს, ყოფილ მასწავლებლებს ლიანა როსტიაშვილს და ზაქარია ხიზანიშვილს. მათთვის სიურპრიზი აღმოჩნდა ლევანის ულამაზესი მეუღლის ნინო როსტიაშვილისა და შვილის ანასტასიას მოულოდნელი სტუმრობა. ისინი ვერ მალავდნენ ემოციებს. განსაკუთრებით აღნიშნეს ქართველთა სტუმართმოყვარეობა და კმაყოფილნი დარჩნენ მოსწავლეთა აქტიურობით.
ზოგი რამ სუმოს შესახებ
სუმო (相撲 sumō) — სპორტის ნაციონალური სახეობა და მეტად პოპულარული სანახაობაა იაპონიაში. საუკუნეების განმავლობაში დადგენილი წესებისა და რიტუალების მიხედვით, მეტოქეები, რომლებიც სპეციალურად შერჩეული საკვებით იკვებებიან წონის მოსამატებლად, ცდილობენ, ერთმანეთი რინგს გადაღმა გადააგდონ.
იაპონელთა სპორტის ეროვნული სახეობა ,,სუმო“, ამომავალი მზის დიდებულ ქვეყანაში უდიდესი
პოპულარობით სარგებლობს. იგი მოიხსენიება ძველიაპონური ლიტერატურის უნიკალურ ძეგლში
- ,,კოძიკში“, რომელიც 712 წლით თარიღდება. მასში მოყვანილი ლეგენდის თანახმად,
2500 წლის წინათ ღმერთები - ტაკემიკაძუკი და ტაკემინაკატა ერთმანეთს დაეჭიდნენ (სუმოში),
იმისთვის, რომ გამარჯვებულს წილად ხვდომოდა იაპონიის კუნძულები. გამარჯვება ტაკემიკაძუკის
ხვდა წილად და იმავე მითოლოგიის თანახმად, სწორედ მისგან იღებს სათავეს ,,იაპონიის
საიმპერატორო დინასტია“.
სუმოს შესახებ პირველი ცნობები ჯერ
კიდევ ძვ.წ. მე-8 საუკუნის ხელნაწერებიდან მომდინარეობს. სუმო, იმთავითვე ასოცირდება
- ,,სინტუს“ რელიგიურ რიტუალთან. მას შემდეგ ამ
სპორტის სახეობამ დიდად გაიდგა ფესვები იაპონელთა კულტურასა და სპორტში. იგი
ერთგვარად ჩამოყალიბდა იაპონური საიმპერატორო კარის აუცილებელ სპორტულ რიტუალად.
დღესდღეობით, იაპონია ერთადერთი ქვეყანაა
დედამიწაზე, სადაც პროფესიონალური ტურნირები - ,,სუმოში“. ფალავანთა უმთავრეს ტურნირში
გამარჯვებულს საკმაოდ საოცარი პრიზები გადაეცემა და ეს პრიზები გახლავთ: ახალი ავტომობილის
გასაღები ერთი წლის ბენზინის მარაგით, ათასი ცალი სოკო-,,სიიტაკე“, ერთი მთლიანი ძროხის
წონა გატარებული ხორცი და კოკა-კოლას ერთი წლის მარაგი.
დანართი: 1.ფოტოგალერეა, 2.ინტერაქტიული
პრეზენტაცია, 3.ღონისძიების ამსახველი ფოტოები.4. მოსწავლეთა შესრულებული ნახატები.
5. ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეების სიგელებით დაჯილდოების ამსახველი სურათები.
No comments:
Post a Comment